WizzAir

თურნავა: WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს, ამ მომენტის ინფორმაციით 20 მიმართულებით

WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს ქუთაისის აეროპორტში, ამ მომენტის ინფორმაციით ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას.

მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია - WIZZAIR ABU DABI და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთაისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით.

მთლიანობაში, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში დაახლოებით 70-მდე ფრენა განხორციელდება სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება კვირაში დაახლოებით 200 ფრენა.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. აღსანიშნავია, რომ Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ ორი კვირის წინ თქვა, რომ ავიაკომპანიაში ისევ არ იციან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი. მანვე აღნიშნა, რომ "მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად, ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება, იმედი გამოვთქვათ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის".

კომენტარები