20 საუკეთესო წვნიანი

CNN-მა 20 საუკეთესო წვნიანს შორის ხარჩო დაასახელა

Cnn.com

ტელეკომპანია CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა, რომელთა შორის ქართული კერძი - ხარჩოც მოხვდა.

ჩამონათვალში, რომელსაც რიგითობა არ აქვს, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძები მოხვდა, მათ შორის უკრაინული ბორში, ვიეტნამური ფო, ტალანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო და ა.შ.

ნახეთ რა წერს CNN ხარჩოზე:

"მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და პიკანტურ გემოს ანიჭებს.

ის მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგოზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძისგან, ქონდარისგან, ულუმბოსგან, შავი პილპილისგან და სხვა ინგრედიენტებისგან".

კომენტარები