ჟურნალისტზე თავდასხმა

ვოლსკი სანაიაზე თავდამსხმელსა და კორცხელზე: ადამიანები ვიღაცის ახლობლები არიან

ადამიანები საქართველოში და თბილისში, თქვენ წარმოიდგინეთ და, ვიღაცის ახლობლები არიან. ზოგი შეიძლება მოგეწონოთ, ზოგი არ მოგეწონოთ, მაგრამ ფაქტია, რომ სამართლის წინაშე ისინი პასუხს აგებენ. ფაქტია, რომ, როდესაც, ვთქვათ,  ორმაგი სტანდარტი არ უნდა მუშაობდეს საქართველოში. პოლიტიკურად ანგაჟირებულია დამოკიდებულებები, მათ შორის თქვენი ტელევიზიის [ფორმულას] მხრიდან. დღეს დილით ვუყურე შეფასებას, რომელიც ერთ-ერთ არხს ჰქონდა, რომ თითქოს პოლიტიკოსების განცხადებები ჟურნალისტების მიმართ, ან მათთან კამათი განაპირობებს ამ ჟურნალისტების მიმართ საზოგადოების აგრესიას. გამოდის, რომ, თუ ვეუბნები ერთ-ერთ არხს, რომ ის არის "გლავკანალის" წარმომადგენელი, ეს აგრესიას განაპირობებს მის მიმართ და ის, რომ გავრილოვს მიწერს დაბლა, ეს ჩემს მიმართ არავის აგრესიას არ განაპირობებს.

ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელ პირზე გააკეთა კომენტარი. გავრცელებული ინფორმაციით სანაიაზე ერთ-ერთი თავდამსხმელი, ვაჟა გიგაური, კორცხელის ინციდენტში მონაწილე გიორგი გიგაურის ახლობელია.
 

კომენტარები