მე-10 მოწვევის პარლამენტი

რას გულისხმობს ქართული ოცნების ახალი სახე სიძულვილის ენაში?

ქართული ოცნების ახალმა სახემ, დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა 25 თებერვალს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შეფასებისას თქვა, რომ ფაქტი მისთვის "შემაძრწუნებელი" და "შემაშფოთებელია", თუმცა, "არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა". 

ამ განცხადების გამო მის მიმართ არსებული კრიტიკის შემდეგ დეპუტატი შეეცადა, Facebook-ზე განემარტა ნათქვამი და დაწერა, რომ "კრიტიკა და სიძულვილის ენა არის სხვადასხვა რამ". 

ტაბულა შეეცადა, გაეგო, რას გულისხმობდა მმართველი გუნდის ახალი სახე სიძულვილის ენაში, რომელსაც აქვს კონკრეტული განმარტება, რომ ის გულისხმობს ადამიანის მიერ შერცხვენას, დაცინვას ან სიძულვილის გაღვივებას ადამიანების ისეთი ჯგუფის მიერ, რომლებიც არიან გაერთიანებული რასის, კანის ფერის, ეთნიკური ნიშნით, გენდერული, თუ სექსუალური იდენტობით და ა.შ. გამოცემა შეეცადა, გაეგო, ეთანხმება, თუ არა დეპუტატი სიძულვილის ენის ამგვარ განმარტებას და თუკი კი, ვთხოვეთ მოეყვანა მაგალითი, როდესაც ჟურნალისტმა გამოიყენა სიძულვილის ენა. 

დეპუტატი ტერმინის განმარტებაში გვეთანხმება, იმაშიც, რომ სიძულვილის ენას ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყენებენ, მაგრამ რატომ დაუკავშირა ეს ფაქტი ფორმულას წამყვანზე ძალადობას, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. 

კომენტარები