ავარია ლაგოდეხში

ლაგოდეხში ავარია მოხდა – გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილნი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6  ნაწილით დაიწყო, რაც  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები