ჟურნალისტზე თავდასხმა

მეუფე მელქისედეკი სანაიაზე: უმკაცრესი დაგმობაა საჭირო, რათა ძალადობა მხარდაჭერილი არ იყოს

შეძრწუნებული ვარ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო. ღამით, მოყინულ გზაზე, ოჯახთან ერთად გაჭირვებაში მყოფ კაცზე ჯგუფური თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება ძალიან მძიმე დანაშაულია. საჭიროა ასეთი შემთხვევების უმკაცრესი დაგმობა, რათა არცერთ შემთხვევაში არ იყოს ძალადობა მხარდაჭერილი და წახალისებული. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას, ვუსურვებ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში. ვლოცულობ, რომ უფალმა მას და მის ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა მიმადლოს.

ასე ეხმაურება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას. 

კომენტარები