ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც გარკვეულად პროგნოზირებას გვიკეთებს და ასევე ითვლის Google-ის საშუალებით ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც გაზრდილი იყო შემოდგომასთან მიმართებაში 72%-მდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება – 62%-ზე. ეს ნიშანია იმისა, რომ რადგან სტაბილიზირება მიდის ეპიდსიტუაციის კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა ყოველდღე 400 შემთხვევა არაა ცოტა საქართველოსთვის... თხოვნაა, პირბადის ტარება, მთავარი პრევენციული ღონისძიება, კი არ უნდა შევამციროთ 62%-მდე და კიდევ ქვემოთ, არამედ უნდა ავწიოთ 95%-მდე...
კორონავირუსი საქართველოში
გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-ზე იყო, ბოლო კვირაში კლებაა – 62%-ზეა
tbl.ge/5fs1
დაკოპირდა

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება
- COVID-19-ით გასულ 1 კვირაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 787 შემთხვევა