ტექნოლოგიური გიგანტები

Facebook-ი ავსტრალიაში დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის

ფოტო: bbc.com

კომპანია Facebook-ი ავსტრალიის რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის, რომლებიც ახალი საგადასახადო კანონპროექტის წინააღმდეგაა მიმართული. 

მომხმარებლებს კვლავაც შეეძლებათ ახალი ამბების გაზიარება და ავსტრალიურ გამოცემებს Facebook-ის სერვისებთან წვდომა დაუბრუნდებათ.

BBC-ის ინფორმაციით, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება მომდევნო დღეებში, თუმცა ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის. 

2021 წლის თებერვალში Facebook-მა ავსტრალიური მედია გამოცემების გვერდები დაბლოკა და მოსახლეობას ახალი ამბების გაზიარება აუკრძალა.  

კომპანიის ქმედებას ექსპერტები ძალის დემონსტრირებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამ ქმედებით ტექნოლოგიურმა გიგანტებმა - Facebook-მა და Google-მა, მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს მსოფლიოს, რომ მათი დარეგულირება და შეზღუდვა მარტივად ვერ მოხერხდება. 

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ავსტრალიის ფინანსთა მინისტრის თქმით, კანონპროექტის შინაარსი არ შეიცვლება და ტექნოლოგიურ კომპანიებს მოლაპარაკებების გზით მოუწევთ პრობლემების გადაჭრა. 

ახალი კანონპროექტი ტექნოლოგიურ კომპანიებს ავსტრალიური გამომცემლობების ანაზღაურებას ავალდებულებს. 

 

კომენტარები