ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!
ნიკა მელიას დაკავება
ჩუგოშვილი: ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების – შეწყვიტეთ სანამ დროა!
tbl.ge/5foo
დაკოპირდა

წერს ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი Facebook-ზე. დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისიდან გაიყვანა, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვა ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები. შსს-მ ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა მხარდამჭერებს და გაუშვა წიწაკის გაზი, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.
ამავე თემაზე
- კალაძე მელიაზე: მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური
- SJC: მელიას დაპატიმრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნის კიდევ ერთი სიგნალია
- სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! – ფედერალისტები
- გვარამია: სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში - ნიკა მელია უკანონო პატიმარია
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა




