ავარია

წერეთლის გამზირზე ავარია მოხდა – გარდაცვლილია სამი ადამიანი

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები