სამთავრობო ცვლილებები

ელისაშვილი: ხშირად ვიმეორებ, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა, მეც უკომპრომისო ვარ

მე, როდესაც უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას მასწავლიდნენ, ყველაზე მეტად მომეწონა პოლიტიკის ერთი ასეთი განმარტება - პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. 

სულ ჩემს თავს ვუმეორებ ხოლმე ამას, იმიტომ, რომ ერთერთი უკომპრომისო მეც ვარ და მეც ჟინი მძლევს, რომ ვინც შეურაცხყოფას მომაყენებს, სამი იმდენი შეურაცხყოფა მივაყენო და არავის არ მივცე ჩემი ღირსების შელახვის უფლება...

...კომპრომისები დღეს სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, იქითა მხარეს რომ საქართველოა, აქეთა მხარეს რომ საქართველოა და აი, აქაც, მეჩხერად წარმოდგენილი საქართველო როა, ყველას, გულანთებულებს, გავარვარებულებს და ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს გვჭირდება ყველას კომპრომისი.

აი, ეს იქნება პოლიტიკა და მე მსურდა, თქვენგან მომესმინა არ მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის...

მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

კომენტარები