ევროპული საქართველო

ახვლედიანი: კონსტიტუციის 100 წლის თავზე მთავრობა კომპრომისის ყოველგვარ შანსს სპობს

დღეს, პირველი კონსტიტუციის 100 წლის თავზე, თანამედროვე ქართველებს გვახსენდება წინაპართა ურყევი ეროვნული სულისკვეთება! იმავდროულად, ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების უმძიმეს ტრაგედიას!

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ ისტორიულ დღეს მაინც ცდილობდეს მოლაპარაკების და კრიზისის განმუხტვის გზების ძიებას, იგი პრემიერმინისტრობის კანდიდატის პირით, შხამიანი გველივით სპობს კომპრომისის ყოველგვარ შანსს!

ჩვენი ხალხი და დასავლეთი ხედავს, ვის სურს მშვიდობა და სამართლიანობა და ვინ ძირს უთხრის მას!

კონსტიტუციის უმთავრესი ნორმებისა და სულისკვეთების ფეხქვეშ გამთელავი ავტორიტარული მმართველობა მალე უნდა ჩავაბაროთ წარსულს და აღარასდროს გავიმეოროთ ტრაგიკული შეცდომები!

პარლამენტის არჩეული წევრი ევროპული საქართველოდან, არმაზ ახვლედიანი, Facebook-ზე წერს.

კომენტარები