აქცია პარლამენტთან

შსს-მ 25 ადამიანი დააკავა, აქედან 3 ლელოს წევრი

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 19 თებერვალს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე, ჯამში, 25 ადამიანი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თავდაპირველად, სამართალდამცველებმა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებს სურდათ, საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავი გაეშალათ, თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართა პოლიტიკურმა პარტია ლელომაც, სადაც პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრები - საბა ბუაძე, ირაკლი კუპრავა და თაზო დათუნაშვილი.

კომენტარები