აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან გამართულ აქციაზე საბა ბუაძე დააკავეს

პარლამენტთან გამართულ აქციაზე ლელოს სამი წევრი - საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი დააკავეს.

პარტიის ინფორმაციით, გარდა პოლიტსაბჭოს წევრებისა, ასევე დაკავებულია ახალგაზრდული ფრთის ორი წევრიც.

პარლამენტთან აქციას ლელოს წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავდნენ. ისინი აპროტესტებდნენ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენასა და მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ხუთივე ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მანამდე, სამართალდამცველებმა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე 20 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებს სურდათ, საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავი გაეშალათ, თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

კომენტარები