უბედური შემთხვევა

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში კაცის ცხედარი იპოვეს, ის სავარაუდოდ გაიყინა

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სკვერში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ის უსახლკარო პირია და სკამზე გაყინული ნახეს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები