დღეს არის ის იშვიათი დღე, როცა ბევრ სიტყვას, საუბარს მნიშვნელობა არ აქვს და აზრი ეკარგება, იმდენად ნათელია, თუ რა ხდება, როგორ იქცევა ივანიშვილი, როგორი არის პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო. იმდენად ნათელია, არაფერი, რაც დღეს ხდებოდა, არანაირ შეხებაში არ არის სამართლიანობასთან. დღეს არის ის დღე, ის ეტაპი, როცა ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, რომელ მხარეს იქნება. იქნება გავრილოვის მხარეს თუ თავისუფალი ადამიანების მხარეს, რომლებსაც არ მოსწონთ, რომ გავრილოვი ზის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში.
იქნება იმ მოსამართლის მხარეს, რომელმაც წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და იმ პარლამენტის მხარეს, რომელმაც ასე გაწირა თავიანთი კოლეგა, თუ იქნება ნიკას მხარეს და ყველა იმ ადამიანის მხარეს, რომელიც ღიად ამბობს, რომ მათთვის სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფარატინა ქაღალდები, რომლითაც ხელძღვანელობენ ეს ადამიანები.
ჩვენ აქ ვიქნებით დღეს ნიკასთან ერთად, ნიკა ამ ბრძოლაში არის გამარჯვებული და გამოვა კიდევ უფრო გამარჯვებული, ხოლო ის პატარა კაცუნები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნიკა დააპატიმრონ, აუცილებლად დამარცხდებიან.