ნიკა მელიას საქმე

ჰარცელი მელიას შესაძლო დაკავებაზე: ვშიშობ, იქნება უფრო დიდი გვერდითი ეფექტები

რთულია ამის გამოცნობა, მაგრამ ვშიშობ, რომ იქნება უფრო დიდი გვერდითი ეფექტები, რაც ვნახეთ სხვადასხვა მხარის რეაქციების მიხედვით. ეს დიალოგთან დაბრუნებას და საერთო საფუძვლის მოძებნას უფრო გაართულებს.

ეს ჩემი მოსაზრებაა და ვიმედოვნებ, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება. ამ საკითხზე დღეს იმდენი ვისაუბრე, რამდენიც უნდა მესაუბრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო დღეებში დავბრუნდები ახალი რამით, თუმცა დღეისთვის საკმარისად ვისაუბრე ამ თემაზე...

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი კითხვაზე,  შეიქმნება თუ არა ჩიხი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ. (გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი). პროკურატურა ენმ-ის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს.

კომენტარები