ისტორია იმახსოვრებს სამარცხვინო ადამიანებს, ვინც არის მონობაში, მტრის სამსახურში, სწორედ ისე, როგორც ამას აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და სასამართლოშიც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ აქ მხოლოდ გირაოშია საქმე - არა მეგობრებო! აქ არის საქმე თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ გავრილოვს, ის, რომ აქ არ არის მხოლოდ ნიკაზე საუბარი, აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება და არ ვიყოთ მონობაში. თუ სასამართლო მიიღებს აღკვეთის ღონისძიების გატარების გადაწყვეტილებას, მე გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ღირსების, თავისუფლების, სუვერენიტეტის დაცვას.
ყველაზე უღირსი საქციელი, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს თავისუფალი ქვეყნის შვილმა, ეს არის ის, რომ ემსახუროს თავის დამპყრობელს და ამას აკეთებს დღეს ქართული ოცნება. გავრილოვის მონობა არის ყველაზე უღირსი საქციელი... მე არ ვაპირებ, გავრილოვს ვემსახურო, არც ჩემი მეგობრები და არც ის ღირსეული ადამიანი, რომელიც თვლის, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია.





