ევროპული საქართველო

სააკაშვილი: მომავალ კონფიგურაციაში ბაქრაძესა და უგულავასთვისაც მოიძებნება ადგილი

მე ძალიან ვაფასებ ძველ მებრძოლებს და მათთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი ახალ კონფიგურაციაში [...] რაღა დროს ვოლსკებია, რაღა დროს ბონძღებია, რაღა დროს მუმიებია, საკმარისად ვნახეთ ეს ატრაქციონი.

რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ მომავალ კონფიგურაციაში დათო ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი, გიგი უგულავასთვისაც. ახლა საჭიროა ყველას ერთიანობა, თუ თანამდებობების განაწილება დაიწყო ვინმემ, რას ინაწილებენ... საქართველო არის გადასარჩენი...

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში. 12 თებერვალს ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და თუკი გიგა ბოკერიაც ასევე არ მოიქცევა, პარტიასაც დატოვებს. დავით ბაქრაძე კი ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება და პარტიას ტოვებს.

კომენტარები