არანაირი დაპირისპირების მიზეზი ახლანდელი დისკუსიისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ ყოფილა. ისე, ჩემი აზრი იცით ამასთან დაკავშირებით. ამაზე ადრე ყოფილა დისკუსია. მე ვთვლი და ბევრჯერ ითქვა, რომ კოორდინირება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არის აუცილებელი, მაგრამ ევროპული საქართველო არსებითად განსხვავებული გუნდია სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. მათ შორის, შეიძლება ითქვას, ოპოზიციის შიგნით, ზოგიერთისგან კიდევ უფრო განსხვავებული ნაციონალური მოძრაობისგან, იმ ჩვენი ღირებულებითი და ხედვების განსხვავებების გამო. ოღონდ ეს არანაირად არაა წინააღმდეგობაში და, პირიქით, ჰარმონიაშია იმ ხედვასთან, რომ კოორდინირება საჭიროა, რაც ჩაშალეს წინა არჩევნების დროს და იმედი მაქვს, ვადამდელი არჩევნებისას ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ
tbl.ge/5f2i
დაკოპირდა

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დღეს, 12 თებერვალს დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვეს, რომ პარტიას დატოვებენ.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




