ჯინა კარანო

ტედ კრუზმა მანდალორელიდან დათხოვნილ მსახიობს მხარი დაუჭირა

Befunky

ტეხასელმა სენატორმა, ტედ კრუზმა, მანდალორელიდან დათხოვნილ მსახიობს, ჯინა კარანოს მხარი დაუჭირა.

კარანო სოციალურ ქსელში გადაზიარებული პოსტის გამო სერიალის შემქმნელებმა სამსახურიდან გაუშვეს. 

"ებრაელებს ქუჩებში კლავდნენ... მათ საკუთარი მეზობლები, ბავშვებიც კი კლავდნენ და არა ნაცისტი ჯარისკაცები. იმის გამო, რომ ისტორია გადაწერილია, ადამიანებმა დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ ნაცისტ ჯარისკაცებზე ადრე, საკუთარი ებრაელი მეზობლების წინააღმდეგ მოსახლეობა მთავრობამ განაწყო. იგივეა ახლაც, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან". – ეწერა პოსტში, რომელიც მოგვიანებით ავტორმა წაშალა.

კრუზი სტუდიის გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ტეხასელმა ჯინა კარანომ Star Wars-ის სამყაროში ბარიერები დაამსხვრია: ის არ თამაშობდა პრინცესას, მხვერპლს ან რომელიმე ემოციურად დატანჯულ ჯედაის. კარანომ შექმნა ძლიერი ქალი პერსონაჟი, რომლისგანაც გოგოები მაგალითს იღებდნენ. მისი დამსახურებით "ვარსკვლავურ ომები" კვლავ სახალისო გახდა, რა თქმა უნდა დისნეიმ ის გააუქმა". – წერს სენატორი.

კარანო ლეგენდარული MMA-ს მებრძოლია, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობას მიჰყო ხელი. მას ნათამაშები აქვს ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა "ფორსაჟი 6" და "დედპული".

რესპუბლიკური პარტიისა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მებრძოლი და მსახიობი პოსტების გამო ადრეც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.

 

კომენტარები