Rammstein

RAMMASTEIN-მა თვითიზოლაციაში ახალი ალბომი ჩაწერა

Discover Music

გერმანულმა როკბენდმა, Rammstein-მა იზოლაციაში ყოფნის დრო მაქსიმალურად აითვისა და ახალი ალბომი ჩაწერა. 

კონცერტების გაუქმების შემდეგ ჯგუფის წევრები საფრანგეთში გაემგზავრნენ და მე-19 საუკუნის ფერმაში მოწყობილ სტუდიაში დაიწყეს ალბომზე მუშაობა . 

"ცოცხალ შესრულებაზე უარის თქმამ რეალურად ჩვენი კრეატიულობა გაზარდა. ახალ იდეებზე ფიქრის დრო მოგვეცა. სწორედ ამიტომ ჩავწერეთ ალბომი, რომელის საერთოდ არ იყო დაგეგმილი. ჩვენი მუსიკა ყოველდღიურ თემებს ეხმიანება, ძირითადად ადამიანის სიგიჟეზე ვმღერივართ, რომელიც ისევ ისეა გამეფებული, როგორც კორონავირუსამდე". – ამბობს ბენდის სულისჩამდგმელი და პერკუსიონისტი კრისტიან "ფლეიკ" ლორენცი.

ახალი ალბომის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ჯგუფის წევრების განმარტებით რამდენიმე სიმღერის ინსპირაციის წყარო გახდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

Rammstein ბერლინური მეტალ ბენდია, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა. როკჯგუფმა ოცი წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული ალბომი გამოსცა. უკანასკნელი ნამუშევარი Untitled, მთავარი ჰიტით Deutschland ორი წლის წინ გამოვიდა.

კომენტარები