სინოდის სხდომა

მეუფე ნიკოლოზი პეტრე ცაავაზე: საეკლესიო წესებით, ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯებიან

მეუფე პეტრეზე მინდა გითხრათ, რომ არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი ისეთი, იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. 

ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო სინოდმა დროებით შეუჩერა მღვდელმსახურება. იმის მერე, რაც ეს გააკეთა, მას ანალოგიური, ამის ტოლფასი დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, საეკლესიო წესების მიხედვით, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება მხოლოდ. 

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე მივიღოთ სინოდში, თეორიულად ეს შესაძლებელია, ოღონდ, მან რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც ასევე არ გამოუხატავს. ამიტომ, მე ვფიქრობ, მეუფე პეტრე საკითხი სინოდზე არ იქნება. 

უთხრა ახალქალაქის, კუმორდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს. 

2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ მედიასთან თქვა, რომ მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილება გახდა. 

კომენტარები