აფეთქება სვანეთის უბანში

სვანეთისუბანში ძლიერი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

სვანეთისუბანში ძლიერი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევა გუშინ, 10 თებერვალს, ღამის საათებში მოხდა. 

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. ექიმის შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

"ორი პაციენტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, ქალი და კაცი. დამწვრობა არის ცეცხლის ალით. ამჯერად, მათი მკურნალობა მიმდინარეობს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერჯერობით, მდგომარეობა მძიმეა, სტაბილურია. რამდენად საშიშია, ეს მკურნალობის პროცესში გამოჩნდება". - ამბობს ექიმი გიორგი დავლიანიძე. 

კომენტარები