მიტროპოლიტი იოანე: დღეს ეს 25 მილიონი განახევრდა, ვის ეყოფა?!

ერთხელ ფინანსთა მინისტრი იყო ის პიროვნება, თუ არ ვცდები, ცალკე შევხდით და ვკითხე, არ შეიძლება ჩვენთან როგორც გერმანიაშია ისე იყოს? იცით, როგორ არის? ორი კონფესიაა აღიარებული, კათოლიკური და ლუთერანული და ვინც არის წევრი, ორიდან ერთ-ერთის, მას საშემოსავლო ექვითება 8% იმ ეკლესიის ანგარიშზე. წარმოიდგინეთ 20 მილიონზე მეტი მოსახლე ყოველთვიურად იხდის 8%-ს თავის შემოსავლიდან, მერე უკვე მილიარდებში გადის, მილიარდებში. ვკითხე იმ მინისტრს, არ შეიძლება ეს ჩვენთან გაკეთდეს? ძალიან უხეშად მიპასუხა, ჩვენთან ეს არ შეიძლებაო. ის 25 მილიონი შეიძლება 100-იც იყოს, მაგრამ არ უნდათ, სულ უნდათ გაჭირვებაში ამყოფონ. დღეს ეს 25 მილიონი რომ გახდა, განახევრდა, ვის ეყოფა, ხელფასებს ვერ ვუმატებთ, აი, საჯარო სკოლების მასწავლებლებს ხელფასებს უმატებენ, ჩვენ ვერ ვუმატებთ. მეტი არ გვაქვს საშუალება...

თქვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გადაცემაში საუბარი მოძღვართან

კომენტარები