სუპერ ბოული 2021

55-ე სუპერ ბოულის გამარჯვებული Tampa Bay Buccaneers გახდა

Twitter

ამერიკული ფეხბურთის მთავარი ღონისძიების, სუპერ ბოულის 2021 წლის გამარჯვებული Tampa Bay Buccaneers გახდა.

Buccaneers-მა მეტოქე Kansas City Chiefs ანგარიშით: 31 - 9 დაამარცხა. გუნდის 45-წლიან ისტორიაში ეს რიგით მეორე ჩემპიონის ტიტულია. პირველად ტამპა ბეიმ 2002 წელს გაიმარჯვა.

ტამპა ბეის შემადგენლობაში მოთამაშე ტომ ბრეიდიმ NFL-ის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და ოქროს ბეჭედი მეშვიდედ მოიპოვა. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა ფეხბურთელმა პირველი ექვსი ბეჭედი New England Patriots-ის შემადგენლობაში მოიპოვა.

სუპერ ბოულს წელს, რეკორდულად დაბალი რაოდენობის, 25 000 მაყურებელი დაესწრო. მატჩი კორონავირუსის რეგულაციების დაცვით ჩატარდა. შესვენება არენბი მომღერალმა, The Weeknd-მა გააფორმა. 

კომენტარები