სუპერ ბოული 2021

სუპერ ბოულის დაწყებამდე მაილი საირუსმა მედიკოსებისთვის კონცერტი ჩაატარა

ამ წუთებში ამერიკული ფეხბურთის მთავარი ღონისძიება, NFL-ის ფინალი, იგივე სუპერ ბოული მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს გუნდები -  Kansas City Chiefs და Tampa Bay Buccaneers უპირისპირდებიან. 

სუპერ ბოული ამერიკული სპორტის ყველაზე ყურებადი ღონისძიებაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. სპორტული დაპირისპირების გარდა, მაყურებელი შესვენებაზე გამართულ გრანდიოზულ შოუს, ასევე პოპულარული სერიალებისა და ფილმების ახალ ტრეილერებს იხილავს. წლევანდელი შესვენების შოუს არენბი მომღერალი Weeknd გააფორმებს.

თამაშის დაწყებამდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სუპერ ბოულის პრე-შოუ მაილი საირუსმა გამართა. სცენაზე პოპ დივას ლეგენდარული როკ შემსრულებლები - ბილი აიდოლი და ჯოან ჯეტი შეუერთდნენ.

კომენტარები