კორონავირუსი და შეზღუდვები

გახარია: ორგანიზაციებს, რომლებიც რეგულაციებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, აღარ დავეხმარებით

"ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევა, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი დასჯა მოყვება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის დროს".- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა. 

მისივე თქმით, ასეთი ორგანიზაციები მომავალშიც ვერ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის დახმარებასა და მხარდაჭერას. 

"ვფიქრობ რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩვენი მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხიმგებლობა".- აღნიშნა გახარიამ. 

2 თებერვალს, რესტორატორებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ნიშნად რესტორნებს 6 თებერვლიდან გახსნიან.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ 6 თებერვლიდან მუშაობას 200-მდე რესტორანი დაიწყებს, თუმცა მათი რაოდენობა გაიზრდება.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია 30 იანვარს ჩატარდა. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა 1-ელი თებერვლიდან გახსნის გეგმას არ წარადგენდა, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ და მუშაობას განაახლებდენ. ასევე, 30 თებერვალს რესტორნებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და გატანის სერვისი გათიშეს.

კომენტარები