დავითგარეჯის საქმე

კობახიძე: ბერი კირიონი ივერი მელაშვილს სექსუალურ მოძალადეს ადარებს

გააფთრებისგან დასაბმელები გახდნენ ეს მამაოები, კარტოგრაფები რომ პატივისცემით მიიღო ხალხმა და გირაოს ფული შეუგროვა. სექსუალურ მოძალადეს ადარებს ივერი მელაშვილს პროკურატურის მთავარი მოწმე, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი: ინდოეთში მოხდა ასეთი ფაქტიო - რამდენიმე მამაკაცმა ქალი გააუპატიურა, მერე ის ქალი გარდაიცვალა და მთელ ინდოეთში ერთი ადვოკატი არ მოიძებნა, რომელიც დამნაშავეებს დაიცავდა, ისეთი უზნეო და ამორალური იყო მათი საქციელი. ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს ივერი მელაშვილის მიმართო. და კიდევ ქრისტიანობაზე და სულიერებაზე ყბედობენ ეს ნაძირალა მღვდლები, მხოლოდ მრევლის ბრმა მორჩილებაზე აქვთ გათვლა. ჰოდა, ასეთი ბრმად მორჩილი მრევლის ბოლო თაობაა ჰყავთ, სულ მალე შემდეგი თაობა აღარ იქნება ასე ბრმად მორჩილი, უფრო მეტიც, საერთოდ მრევლი არარ იქნება.

დაწერა ბასილ კობახიძემ ბერი კირიონ ონიანის ინტერვიუზე, რომელიც მან კვირის პალიტრას მისცა.

კომენტარები