ტექნოლოგიური გიგანტები

Facebook-ი Apple-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

Apple - ტიმ კუკი და Facebook - მარკ ცუკერბერგი
ფოტო: sky news

Facebook-ი Apple-ს ანტიკონკურენტულ ქმედებაში ადანაშაულებს. სარჩელის მიხედვით, Apple-ი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. 

Facebook-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ Apple-ის კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკა ფარისევლურია და ის უფრო მეტად დააზარალებს დეველოპერებს, რადგან მათ მიზნობრივი რეკლამების ეფექტიანად გამოყენებას ვეღარ შეძლებენ, ეს ახალი წესები კი თავად Apple-ის აპლიკაციებს არ შეეხება.
 
სამართლებრივი დავა Apple App Store-ის გარშემოა. Facebook-ის ცნობით, App Store-ზე განთავსებულ აპლიკაციებს სპეციალური პოლიტიკისა და წესების დაცვა უწევთ, რომელთაც თავად Apple-ის საკუთარი პროგრამები და აპლიკაციები არ იცავენ. 

Facebook-ის რეკლამირებისა და ბიზნესპროდუქტების ვიცეპრეზიდენტ დენ ლევის თქმით, ამ ქმედებით მცირე ბიზნესებისა და აპლიკაციების დეველოპერები ზარალდებიან, ხოლო Apple-ი ამით ბოროტად სარგებლობს და საკუთარ მოგებას ზრდის. 

ცუკრბერგის თქმით, Apple-ს აქვს ყველა ბერკეტი და სტიმული იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს Facebook-ისა და სხვა დეველოპერების აპლიკაციების მუშაობას. Apple-ი ამისთვის იყენებს საკუთარ პლატფორმას, სადაც წესებს რეგულარულად არღვევენ თავად Apple-ის აპლიკაციები.

Apple-ის მთავარი  დირექტორის, ტიმ კუკის თქმით, Apple-ის კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკა გამჭვირვალობას უწყობს ხელს და ის მომხარებლებს საშუალებას აძლევს, თავად გაწყვიტონ, თუ რომელი აპლიკაციები შეძლებენ მათი ინფორმაციის გამოყენებას. 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის დაიწყება სასამართლო დავა, თუმცა ამისათვის ორივე მხარე აქტიურად ემზადება. 

კომენტარები