დავითგარეჯის საქმე

პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვასთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-30 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. 

სხდომათა დარბაზში მყოფი კორესპონდენტების ცნობით, ადვოკატები ბრალდების მხარის შუამდგომლობას ნაწილობრივ იზიარებენ. მელაშვილისა და ილიჩოვას დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს გირაო და ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაათავისუფლონ. 

ალტერნატივის სახით, ადვოკატები სასამართლოს თავდებობის გამოყენებას სთავაზობენ.

პროკურატურის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ საქართველო-აზებაიჯანის დელიმიტალია-დემარკაციის ექსპერთთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას დავითგარეჯის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალოთ. პროკურორის თქმით, ამ ეტაპისათვის, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები