FKA twigs

FKA twigs: შია ლაბაფმა მითხრა, თუ ის მიყვარდა სხვა კაცებისთვის თვალებში არ შემეხედა

FKA twigs და შია ლაბაფი.

FKA twigs-მა თავის ყოფილ შეყვარებულთან, მსახიობ შია ლაბაფთან ურთიერთობაზე ისაუბრა და მოჰყვა, რომ იმ პერიოდში თავს ძალიან გაკონტროლებულად და ცუდად გრძნობდა. თქვა ამის შესახებ მომღერალმა ლუი ტერუს პოდკასტში - Grounded with Louis Theroux-ში .

“მიმტანთან თავაზიანობას ან ზრდილობიან მიმართვას ადამიანები ისე ხედავდნენ, თითქოს ფლირტი მქონდა ან ვიღაცასთან ურთიერთობას ვიწყებდი, არადა უბრალოდ პასტას ვუკვეთავდი.

მან [შია ლაბაფმა] მითხრა, რომ თუ ის მიყვარდა, სხვა კაცებისთვის თვალებში არ უნდა შემეხედა. ეს იყო ჩემი რეალობა ურთიერთობის ბოლო 4 თვეში, უფლება არ მქონდა სხვა კაცებისთვის თვალებში შეხედვის”. - თქვა მან.

FKA twigs-ის თქმით, მსახიობი მას შუაღამით აღვიძებდა და რაღაცებში ბრალს სდებდა.

”მადანაშაულებდა, რომ მისი მიტოვება მინდოდა და, ასევე, სხვასთან ყოფნის სურვილშიც მდებდა ბრალს”. - თქვა მან.

2020 წელს FKA twigs-მა შია ლაბაფს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა. საჩივარში წერია, რომ ლაბაფი მის დახრჩობას ცდილობდა, მიზანმიმართული ავარიით იმუქრებოდა, როდესაც ორივენი მანქანაში ისხდნენ და ა.შ.

მომღერალმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ძალადობის საწინააღმდეგო ცენტრთან დაკავშირება მისთვის გამოფხიზლება იყო და სწორედ, ამან შეაძლებინა 2019 წელს შია ლაბაფთან დაშორება.

 

კომენტარები