კორონავირუსი და შეზღუდვები

ბოკერია: მდიდარ ქვეყნებთან შეზღუდვების შედარებები სრული სიბრიყვეა ან მავნებლობა

იყო ძალიან კარგი საერთაშორისო კვლევა გაკეთებული ქვეყნების, ვის რა სიმძიმის შეზღუდვები აქვს [...] საქართველო მე-8 ადგილზეა, ჩვენ წინაა 7 ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე მძიმე შეზღუდვები აქვს... ჩვენ ივანიშვილის სპიკერებისგან გვესმის ხოლმე – "აი, ეს შეზღუდვა იქაც ხოა, კარგ ქვეყანაში", მაგრამ ორი რამე ავიწყდებათ, ჯერ ერთი, კარგ ქვეყანაში შეიძლება სისულელე მოხდეს და არ ნიშნავს, რომ ეს სისულელე უნდა გაიმეორო, მაგრამ მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ჩვენთან არის კომბინაცია ამ შეზღუდვების, თითქმის ყველა.

ის ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე მეტი შეზღუდვა აქვს, ან ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარია, ან არ დგას დემოკრატიის განვითარების იმ გზაზე, რაც ჩვენ გვინდა, სრული პატივისცემით ყველას მიმართ. ამიტომ, მდიდარ ქვეყნებში ორი ფაქტორი არსებობს, რომც სისულელე ქნან ან საჭიროდ ჩათვალონ შეზღუდვა, ერთია დანაზოგები ადამიანების, ამ ხალხს აქვს დანაზოგები, მეორე – ზოგადად, მათ შემოსავლებში სასიცოცხლო საჭიროების აუცილებლობის რესურსებს უკავია მცირე ადგილი, ვიდრე ჩვენთან, იმიტომ, რომ უფრო ღარიბები ვართ. ბოლოს კი, ამ ადამიანებს, ეს ქვეყნები დიდ რესურსს აძლევენ, ანუ აძლევენ დიდ კომპენსაციებს. შესაბამისად, ეს შედარებები სრული სიბრიყვეა ან მავნებლობა, რადგან არაა ეს ანალოგია სწორი... 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში".

კომენტარები