კორონავირუსი საქართველოში

ისრაელის საელჩო: ჯერჯერობით უცნობია, როგორ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში

Facebook/Israel in Georgia

საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადების თანახმად, რომ ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია, თუ როგორ შეძლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას.

"22 იანვარს საქართველოს მთავრობამ გვაცნობა 1 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული დეტალები, თუ რა ტიპის სამედიცინო ტესტი, ვაქცინაცია ან სერტიფიკატი იქნება საჭირო, ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა". – წერია საელჩოს განცხადებაში.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საელჩო იძლევა რეკომენდაციას, მოქალაქეები დაელოდონ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება საქართველოსა და ისრაელის მთავრობების ოფიციალური წყაროების მიხედვით.

ისრაელის საელჩოს თანახმად, ისრაელელი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლისთვის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. 21 იანვარს ეს საკითხი დეტალურად განიხილეს ისრაელისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.


რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ ტურისტების პირველი ჯგუფები საქართველოში შემოსვლას "უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან" დაიწყებენ  "გარკვეული ვაქცინციის პირობის შესრულებით". ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა უახლოეს მომავალში იმსჯელებს, რა პირობით შეეძლებათ შემოსვლა საქართველოში უცხოელ ვიზიტორებს. 

მინისტრის ცნობით, პირველი თებერვლიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, შეძლებს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას. მისივე თქმით, ავიაკომპანიებს ფრენის უფლება მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიეცემა.

ნათია თურნავას ცნობით, მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებთან, რაღა განიხილონ როგორ მოემზადონ ფრენების აღდენისთვის.

კომენტარები