მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

მეუფე ნიკოლოზი: როცა იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ამბობდნენ რა საჭირო იყოო

იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, [ამბობდნენ] რომ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, გაყიდულიყო ეს ნელსაცხებელი და გლახაკებს დარიგებოდა ეს ფულიო. ახლა, ვითომ, გლახაკებს იესოსგან რამე აკლდათ. იცით ალბათ ხომ ეს ადამიანი ვინ იყო, ეს იყო იუდა, რომელსაც, ასე წერია სახარებაში, რომ გლახაკების დარდი არ ჰქონდა...

ამბობს ახალქალაქის, კუმორდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მთავარი არხის სიუჟეტში. მეუფე ნიკოლოზმა 18 იანვარს ტექნიკის მაღაზიის მიერ ნაჩუქარ iPhone 12 Pro-ზე თქვა, "რა ვქნა, ეს ტელეფონი გავყიდო და ფული გლახაკებს დავურიგო?". მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა საკუთარ ავტომიბილზე და თქვა, "არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა, ძალიან გაცვეთილია".

კომენტარები