კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში 448 დადასტურდა, იმერეთში –170, სამეგრელო-ზემო სვანეთში –116

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში 448 დადასტურდა, იმერეთში - 170, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 116. 

აჭარაში ინფიცირების 31 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 51, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 31, კახეთში - 50, მცხეთა მთიანეთში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 3. 

23 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 240 629 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  3 038 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები