კოვიდ აპლიკაცია, რომელზეც ბიუჯეტიდან 412 000 ლარი დაიხარჯა, 9 თვის შემდეგ გაუქმდა

ელექტრონული აპლიკაცია Stop Covid, რომლის შესაქმნელად მთავრობამ ბიუჯეტიდან 412 000 ლარი დახარჯა, უქმდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

ეს აპლ იკაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა გასული წლის 16 აპრილს , თუმცა მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით არ სარგებლობდა. როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს 9 თვის განმავლობაში აპლიკაცია 300 000-მდე მომხმარებელმა ჩამოტვირთა. 

კითხვაზე, თუ რატომ გაუქმდა აპლიკაცია, უწყებაში ამბობენ, რომ 20 იანვარს აპლიკაციის სარგებლობის ვადა ამოიწურა დ,ა გარდა ამისა, სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიც ახსნა.

კომენტარები