ტურიზმი

თურნავა: რეგულარულ ფრენებს 1-ლი თებერვლიდან გარკვეული სიხშირეებით დავუშვებთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება. 

"პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად დავუშვათ რეგულარული ფრენები, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც, ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ შემოვიდნენ აქ, შეძლებენ რეგულარული ფრენების შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ე.წ. ნოტამი შეზღუდვა აღარ იმოქმედებს". - ამბობს თურნავა. 

მისივე თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღისა და არსებული შეზღუდვების გამო, თავად ავიაკომპანიები ამბობენ უარს ფრენების დიდი რაოდენობით შესრულებაზე. 

"დღესაც არის ფრენები გარკვეული მიმართულებით დაშვებული, მაგრამ იმის გამო, რომ არის მეორე ტალღა, იმის გამო, რომ გარკვეული შეზღუდვებია ამა თუ იმ ქვეყნებში ვიზიტორების შესვლაზე, ავიაკომპანიები აქტიურად არ ითვისებენ თავიანთ მინიჭებულ უფლებებს და სიხშირეებს და არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდენიც მათ ვთქვათ კომეპრციულად ენდომებოდათ". - ამბობს თურნავა. 

რაც შეეხება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლას, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სიახლეებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. 

კომენტარები