2008 წლის აგვისტოს ომი

ვაშაძე: რუსეთს მოუწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისგება

დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გილოცავთ მეგობრებო! ძალა ნამდვილად სიმართლეშია!

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საკუთარ Facebook გვერდზე. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

კომენტარები