არნოლდ შვარცენეგერი

"მომყევით, თუ სიცოცხლე გინდათ"— არნოლდ შვარცენეგერი COVID-19-ზე აიცრა [VIDEO]

ამერიკელმა მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა და ამის ამსახველი ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"დღეს ძალიან კარგი დღე იყო. რიგში დგომით ასეთი გახარებული არასდროს არ ვყოფილვარ. თუ შეგიძლიათ, შემომიერთდით და დარეგისტრირდით ვაქცინის მისაღებად. მომყევით, თუ გინდათ, იცოცხლოთ". – დაწერა მან.

ბოლო წინადადება - "მომყევით, თუ სიცოცხლე გინდათ" [Come With Me If You Want To Live] ტერმინატორის მეორე ნაწილიდან არის, სადაც მთავარ როლს არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს.

ეს არ არის ფილმიდან ამოღებული ერთადერთი ციტატა, რომელიც მსახიობმა ვაქცინაციას მიუძღვნა. აცრის გაკეთების დროს მან სამედიცინო პერსონალს უთხრა ფრაზა - "გაწიე ნემსი" [Put The Needle Down], რომელიც 1996 წელს გადაღებული საახალწლო ფილმიდან Jingle All The Way-დან არის ამოღებული.

კომენტარები