კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 550  ახალი შემთხვევიდან 647 თბილისში დადასტურდა, იმერეთში  – 249, აჭარაში – 58

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 550  ახალი შემთხვევიდან  თბილისში დადასტურდა 647 შემთხვევა, იმერეთში  – 249, აჭარაში – 58, ქვემო ქართლში – 93, შიდა ქართლში – 95, გურიაში – 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 145, კახეთში – 106, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 14. 

გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 17 398  ტესტი.

19 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 235 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 973 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები