ილონ მასკი

ილონ მასკმა KHAN ACADEMY-ს 5 მილიონი დოლარი აჩუქა

Getty Images

ტესლასა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, Khan Academy-ს 5 მილიონი დოლარი აჩუქა.

Khan Academy-ს დამაარსებელმა, სალმან ხანმა, მასკს საჯარო მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს თანხა მათ საშუალებას მისცემთ, უფრო მეტი მიმართულება მოიცვან.

”ილონ, იმედი მაქვს, ამის წინააღმდეგი არ ხარ. ეს თანხა საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ ყველანაირი კონტენტი. ჩვენი სურვილია ყველა საგნის ქონა - ბავშვებისთვის დაწყებითი კლასებიდან კოლეჯამდე. გაძლიერდება ჩვენი სამეცნიერო მიმართულებაც”. –თქვა სალმან ხანმა.

Khan Academy არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც “აწარმოებს უფასო, საუკეთესო ხარისხის განათლებას ყველასთვის და ყველგან”. ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, უყურონ Khan Academy-ს ვიდეოებს, რომლებიც 36-ზე მეტ ენაზე ითარგმნება და შეიცავს სხვადასხვანაირი სწავლების მეთოდს.

კომენტარები