კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან 496 თბილისში დადასტურდა, 187 - იმერეთში, აჭარაში – 52

armradio.am

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 496 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, იმერეთში  – 187, აჭარაში – 52.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს – ქვემო ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 83 შემთხვევაა, შიდა ქართლში – 83, გურიაში – 33, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 105, კახეთში – 88, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 5. 

ქვეყანაში სულ ინფიცირების 13 674 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

15 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 245 789 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 229 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები