ტილდა სუინტონი

ტილდა სუინტონი: ყოველთვის ვგრძნობდი რომ ქვიარი ვარ

Numero

ბრიტანელმა მსახიობმა გამოცემა Vogue-თან ინტერვიუში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ილაპარაკა.

"მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ქვიარი ვარ, მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ ქვიარ სამყაროს ვეძებდი, რომელიც, როგორც იქნა, ვიპოვე". – ამბობს 60 წლის მსახიობი.

ინტერვიუში ოსკაროსანმა მსახიობმა კარიერის საწყისი ეტაპიც გაიხსენა.

"არასდროს მქონდა იმის ამბიცია, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მსახიობები ჩემზე ყოველთვის შეშლილების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. 10 ან 20 წლის ასაკში ჩემი ერთადერთი ამბიცია იყოოჯახთან ცხოვრება . ახლა ჩემი ოჯახი გაცილებით დიდია და ის უეს ანდერსონს, ბონ ჯუნ ჰოს, ლუკა გუადანინოს, ლინ რემსის და ჯოანა ჰოგს აერთიანებს". – ამბობს ვარსკვლავი.

 

კომენტარები