კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე პირბადის ტარების წესზე: არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც

პირბადე რომ არის დაწესებული, არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ არც ზაფხულში. პანდემია არსად არ წასულა, პანდემია გრძელდება მსოფლიოში. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა - თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ანუ დისტანციის დაცვაზე და პირბადის ტარებაზე. ამ პირობებში სხვა რეგულაციების მოხსნა, ვაჭრობის გახსნა, ბიზნესების უფრო მეტი თავისუფლება უკვე შესაძლებელი იქნება. 

რეგულაციები, რა თქმა უნდა, შემსუბუქდება, შემსუბუქების ხარისხი იქნება დამოკიდებული სიტუაციაზე.  

[ვართ თუ არა მზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისთვის] გამოჩნდება, როდესაც მივუახლოვდებით გახსნის პერიოდს, ყოველდღიური ავადობის რა ციფრებით შევხვდებით ამ პერიოდს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმანაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები