ლანა დელ რეი

ლანა დელ რეი: ტრამპმა არ იცოდა, რომ მისი სიტყვები აჯანყებას გამოიწვევდა

BBC

ამერიკელმა მუსიკოსმა BBC-ის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ ილაპარაკა.

"ტრამპი, როგორც მოვლენა, მიუხედავად თავისი ნეგატიური კონტექსტისა, აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ჩვენ გვჭირდებოდა სამყაროს უდიდესი პრობლემისთვის გაგვესწორებინა თვალი, და მე გლობალურ დათბობაზე არ ვსაუბრობ, არც კაპიტალიზმზე, თანამედროვეობის მთავარი პრობლემა ნარცისიზმია, ეს სენი განსაკუთრებით მომძლავრებული ამერიკაშია. ვფიქრობ, ტრამპი ვერ ხვდებოდა, რომ თავისი მოწოდებით სხვა ადამიანებს დააზიანებდა. მას არ ეგონა, რომ მის სიტყვებს აჯანყება მოჰყვებოდა". – ამბობს მომღერალი.

დელ რეის სიტყვებს სოციალურ ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მუსიკოსმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ტრამპის თემას კიდევ ერთხელ შეეხო.

"კიდევ ერთხელ განვმარტავ ჩემს ნათქვამს. ტრამპმა, შესაძლოა, არ იცოდა, რას აკეთებს, იქიდან გამომდინარე რომ ემპათია არ გააჩნია, უფრო მნიშვნელოვან პრობლემად ამერიკისთვის კვლავ სოციოპათია და ნარცისიზმი რჩება". – წერს სოციალურ ქსელში დელ რეი.

მომღერალმა ასევე ბეჭდური მედიაც გააკრიტიკა:

"ბეჭდურ მედიაში გავრცელდა კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზები, კონტექსტის აღსაქმელად სრულ ინტერვიუს უნდა მოუსმინოთ. ის აზრი თითქოს კაპიტოლიუმის შტურმს ვამართლებ, მიუღებელი და სასაცილოა".
 

კომენტარები