ნინო ანანიაშვილი

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ შეწყვიტა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ხელმძღვანელის, ვლადიმირ კეხმანისა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრის შედეგად მანამდე დადებული კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული". – წერია განცხადებაში.  

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა კონტრაქტის შეჩერებაზე განცხადება 9 იანვარს გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაში ეწერა, "ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება მანამდე, სანამ ის ოფიციალურად იქნება წარდგენილი, დასის წევრების უკიდურესი უპატივცემულობაა." 

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას თავად უთხრა.  

"გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს, შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო". - ამბობდა ანანიაშვილი.

კომენტარები