ნინო ანანიაშვილი

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. 

"გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეული იყო ბალეტის დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მივიჩნევთ, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება მანამდე, სანამ ის ოფიციალურად იქნება წარდგენილი, დასის წევრების უკიდურესი უპატივცემულობაა. ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ კონტრაქტის მიმდინარეობა, სანამ არ იქნება გარკვეული ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოქვეყნების ყველა გარემოება. 

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, ნინო ანანიაშვილისა და თეატრის ხელმძღვანელის, ვლადიმირ კახმანის შეხვედრის შემდეგ". - წერია მათ განცხადებაში. 

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას თავად უთხრა.  

"გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს, შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო". - ამბობდა ანანიაშვილი.

კომენტარები