ნინო ანანიაშვილი

ანანიაშვილი რუსული დასის ხელმძღვანელობაზე: გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით

ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია [გრიგოლ ვაშაძეს]. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები - მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა, მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის.

არა მგონია, [ეს გადაწყვეტილება რუსეთმა პროპაგანდისთვის გამოიყენოს], იცით, როგორ არის, მე სულ მაქვს რუსეთის დიდი თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უცნაურს ნამდვილად არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მეტ თავის ტკივილს ვუჩენ. მართალი გითხრათ, გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მასაც ასე ავუხსენი, რომ დღეს ეს არის გამოსავალი. სხვა თეატრები დაკეტილია. რაც აქამდე გავაკეთე - ეს საკმარისი აღარ არის...

ამბობს პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ის 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს და ამავე დროს, ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. 

კომენტარები