კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: გატესტილი ტაქსისტების 0.7%-ს აღმოაჩნდა Covid 19, მოვაჭრეების 0.9%-ს, დამაიმედებელია

4 000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და ტაქსისტების 0.7%-ია დადებითი, 4000-მდე აგრარული ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და მათში 0.9%-ია დადებითი, საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია.

ასევე, ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთად, დაახლოებით, 1 800-ია გატესტილი და იქაც ერთ პროცენტამდეა დადებითობის მაჩვენებელი.

სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილიზაცია, რომ როცა გავიხსნებით, მაქსიმალურად დაბალი იყოს ყოველდღიური ავადობა და რამენაირად მესამე ტალღას გავეპაროთ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები